თბილისი. დემოკრატიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე გაცხადება გაავრცელა.
„კანონის პროექტის მიზანი ბადებს ეჭვს, თუ რამდენად არსებობს მისი საჭიროება და ხომ არ ემსახურება დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელ მიზნებს, რადგან კანონის ცვლილების დოკუმენტში მითითებულია „სახელმწიფო ინტერესი", რომლის განმარტების გარეშე კანონში ასახვა გარკვეულ გაუგებრობას იწვევს, და შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ კითხვის ნიშნებს გააჩენს".
„მივიჩნევთ რა, რომ დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებას სწორედ ადამიანი და მისი უფლებები წარმოადგენს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს აქტიურად ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან და ჩართულ იქნეს იგი კანონშემოქმედებით პროცესში რათა არ აღმოჩნდეს ჩვენი საზოგადოება იმ პირობებში სადაც „სახელმწიფო ინტერესი" ადამიანსა და მის უფლებებზე პრიორიტეტულია", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში