en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სოფელ დვანში

თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" 1 ოქტომბერს, სოფელ დვანში რუსეთის ოკუპაციას საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტებს. „დაუშვებელია, 21–ე საუკუნეში, როცა ადამიანის უფლებები გამყარებულია ევროპის კონვენციით და გაეროს რეზოლუციებით, ამგვარი ვანდალური ფაქტი ხდებოდეს საქართველოში. კერძოდ, რუსული საოკუპაციო ჯარები უხეშად არღვევენ სახელმწიფო საზღვრებს და ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს. რუსი მესაზღვრეები გეგმაზომიერად ახდენენ ადმინისტრაციული საზღვრების დემარკაციას, აწყობენ საკონტროლო–სასაზღვრო ზოლებს მავთულხლართების და სხვა სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)