en
ge

სემინარი – „საჭესთან ფხიზლად“

ქვემო ქართლი. 30 სექტემბერს სიქას ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბოლნისის, გარდაბნისა და მარნეულის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის მოეწყო სემინარი „საჭესთან ფხიზლად". სემინარს უძღვებოდა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" წარმომადგენელი. სემინარის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევევების შემცირება.
შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს მძღოლის ნასვამობის მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების შესახებ. წარმოდგენილი იქნა საგზაო უსაფრთხების თემატიკის პრეზენტაცია და საინფორმაციო მასალები. ნაჩვენები იქნა საგზაო უსაფრთხოების თემატიკის რამოდენიმე საინფორმაციო ხასიათის ვიდეო. სემინარი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებს შორის მცირე დისკუსიაც გაიმართა.  
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)