en
ge

კვლევის პრეზენტაცია: „რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში“

თბილისი. 6 ოქტომბერს „ახალგაზრდა ადვოკატები" გამართავენ კვლევის: „რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში" – პრეზენტაციას, რომლის შემდგომაც გაიმართება მრგვალი მაგიდა.
ორგანიზაცია წარმოადგენს რეკომენდაციების პაკეტს საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების რედაქტორების მიმართ. კვლევაში ფართოდაა განხილული ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ბოლოს უკვე, 2013 წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი სირთულეების ანალიზი.
კვლევის პრეზენტაციას სხვადასხვა რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლებთან ერთად, საკითხის სპეციალისტები, უფლებადამცველები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება გაიმართება 6 ოქტომბერს, სასტუმრო „ვერე პალასში", 14:00 საათზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)