თბილისი. 9-11 ოქტომბერს, ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ინიციატივით გაიმართება ახალგაზრდული კონფერენცია მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის შესახებ: „აქტიური ახალგაზრდა დღეს - აქტიური მოქალაქე დღეს, ხვალ. . ." კონფერენცია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოხალისეობის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის პრობლემები და შესაძლებლობები, ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდამჭერი პროგრამების განხილვა და ა.შ.
წყარო: ფონდის ვებგვერდი