თბილისი. მხოლოდ ერთი დღით, 2 ნოემბერს, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება შეხვდენენ 26 ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია აშშ–ში სწავლის გაგრძელების, სტიპენდიების, ჩარიცხვის კრიტერიუმებსა და სხვა საკითხებზე.
ღონისძიება გაიმართება 2 ნოემბერს, 14:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დასწრებისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა.
გამოფენა ორგანიზებულია EducationUSA Supported by the U.S. Department of State ქსელის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების მხარდაჭერით. გამოფენის მასპინძელია საერთაშორისო განათლების ცენტრი-EducationUSA-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
აღნიშნული ღონისძიება ტარდება EducationUSA ევრაზიისა და სამხრეთ აზიის უპრეცედენტო საუნივერსიტეტო ტურნეს ფარგლებში.
წყარო: Education USA Georgia