en
ge

გორში პირობით მსჯავრდებულები მეორად პროფესიებს ეუფლებიან

შიდა ქართლი. გორში ცენტრი „აფხაზეთის" მიერ განხორციელებული „დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი" პროექტის ფარგლებში 20-მდე პირობითმა მსჯავრდებულმა დაიწყო მეორადი პროფესიის შესწავლა სახელმწიფო კოლეჯ „განთიადში". პროექტის მონაწილეებმა გაიცნეს კოლეჯში სწავლის სპეციფიკა და წესები, შეხვდნენ ტრენერებს და გადანაწილდნენ წინასწარ ჩამოყალიბებულ ხელობის შემსწავლელ ჯგუფებში: კომპიუტერის შეკეთება და მოპირკეთება. პირველი ლექცია იყო გაცნობითი ხასიათის, სადაც ტრენერებმა გამოკვეთეს მონაწილეების კონკრეტული ინტერესები და დაგეგმეს შესასწავლი საკითხები. კოლეჯში მეცადინეობები კვირაში ორჯერ ჩატარდება. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)