საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის ორგანიზებით ხანდაზულთა საერთაშორისო დღე 1 ოქტომბრისადმი მიძღვნილი კვირეულით აღნიშნა. ღონისძიებები 1 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს 14 რაიონში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში, ხელვაჩაურში, სენაკში, საჩხერშე, დუშეთში, მარნეულში, ბოლნისში, საგარეჯოში, ყვარელსა და ახმეტაში ჩატარდა. კვირეული აჭარიდან ახმეტამდე გაკეთებული ცოცხალი ჯაჭვით დაიწყო, რომლშიც შვიდასამდე ხანდაზმული და ახალგაზრდა იყო ჩართული . გაიმართა ასევე რთველი, გამოფენა–გაყიდვა, სპექტაკლები და საზეიმო კონცერტები, ნერგების დარგვა და კონკურსები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში