თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ მიმართვა გაავრცელა. განცხადებით პლატფორმის წევრები შტეფან ფულესა და ქეთრინ ეშტონს მიმართავენ. „უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო. ...საოკუპაციო ხაზის გადმოწევის პროცესი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფით, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევით წარიმართა. ...მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაგმოს საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები და მიიღოს ეფექტური ზომები ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად. ამასთან, აუცილებელია სასწრაფოდ ამოქმედდეს საერთაშორისო მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას", ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.
წყარო: eapnationalplatform.ge