იმერეთი. 8 ოქტომბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის და ახალგაზრდული ცენტრის პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების ინფორმირება ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის შესახებ. მომხსენებლებმა ისაუბრეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პრიორიტეტების, სტრუქტურის, განხორციელებული ღონისძიებების და მიღწეული შედეგების, სტატისტიკური მონაცემების და სამომავლო საქმიანობების შესახებ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პრეზენტაცია ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში