en
ge

ტრენინგი მომავალი ჟურნალისტებისთვის

კახეთი. 7-8 ოქტომბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრებო ორგანიზაცია „მედია პორტალმა" ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ახალი ამბების გაშუქების ტრენინგი ჩაუტარეს, რომელსაც ჟურნალისტი ნანა საჯაია უძღვებოდა. შემდეგ კი მასტერკლასი BBC-ის კორესპონდენტმა, ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა გამართა.
„პროექტის მთავარი მიზანია, პრაქტიკული სამუშაოებით შეასწავლოს სტუდენტებს თუ რა არის რეალური მედია და რასთან მოუწევთ შეხება, როცა ისინი სასწავლო აუდიტორიებიდან სხვადასხვა მედია ორგანიზაციებში გადაინაცვლებენ. ორდღიანი ტრენინგი დაეხმარება მომავალ ჟურნალისტებს პრაქტიკაში შეისწავლონ რადიო თუ სატელევიზიო პირდაპირი ჩართვების მომზადება," – განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.
თესაუს ჟურნალისტიკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ნელი ცქიტიშვილი: „მადლობა პროექტის ორგანიზატორებს ასეთი დახმარებისათვის რაც ასე სჭირდება თელავის უნივერსიტეტს. ვფიქრობთ, მომავალშიც არაერთი საინტერესო სტუმარი გვეყოლება".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023