en
ge

საია პროკურატურას მოქალაქე დავით კაპანაძის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

თბილისი. საქართველოს ახალგარზრდა იურისტთა ასოციაციამ მოქალაქე დავით კაპანაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „8 ოქტომბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე დავით კაპანაძეს პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, რის შემდეგაც მას მიადგა სხეულის მძიმე დაზიანება. ჩვენ მოვინახულეთ დავით კაპანაძე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს", ნათქვამია განცხადებაში. საია საადვოკატო დახმარებას გაუწევს დავით კაპანაძეს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის ცალსახა მოთხოვნა და აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თავად აწარმოოს.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)