en
ge

სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა. ორგანიზაციამ აღნიშნული სტრუქტურებიდან 2012–2013 წლებში  სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გამოითხოვა. „IDFI -მ  საჯარო დაწესებულებებიდან მოთხოვნილი ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებით განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მიიღო", ნათქვამია ორგანიზაციის პუბლიკაციაში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მოსმენების რაოდენობის შესახებ მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას მისი სტატისტიკური ხასიათიდან გამომდინარე და საჯარო დაწესებულებები ვალდებული არიან უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სრულად
წყარო: opendatablog.wordpress.com



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)