სამეგრელო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ზუგდიდის ოფისს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი ეწვია.
ელჩი დაინტერესდა ზუგდიდში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის საკითხებით.
ორგანიზაციამ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შედეგებზე.
ელჩმა ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის ზუგდიდს კიდევ ერთხელ ეწვევა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში