იმერეთი. 9 ოქტომბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის თანატოლთა განათლებისა და სოციალური მედიის ტრენინგები ჩაატარეს.
ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა გენდერის საკითხებისა და სოციალური მედიის შესახებ ცოდნისა და უნარ–ჩვევების განვითარება მოსწავლეებისათვის.
თანატოლგანმანათლებლებმა ასევე გააკეთეს პრეზენტაცია „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) პროექტის ახალგაზრდული კომპონენტის შესახებ, რომლის საშუალებით ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს გაწევრიანდეს ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში და ჩაერთოს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
თანატოლთა განათლების ტრენინგი გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში