თბილისი. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენლები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.
შეხვედრა შედგა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – „არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება" – ფარგლებში, რომელშიც 42-ე მუხლი მონაწილეობს. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის მოპოვება 42-ე მუხლის კვლევის შედეგების ადვოკატირებისათვის.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კვლევაში დასმული საკითხი, რომელიც უკავშირდება დაცვის მხარისათვის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლების შეზღუდვას არსებითი სასამართლო განხილვის ეტაპზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში