en
ge

„ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროებებზე საქართველოში“ – შედეგები

თბილისი. ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ოფისში ახალი კვლევის –„ბავშვთა პალიატიური  მზრუნველობის საჭიროებებზე საქართველოში" – შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით საქართველოში პალიატიური მზრუნველობა წელიწადში ესაჭიროება თხუთმეტ წლამდე ასაკის 839 ბავშვს. კვლევის ავტორებმა შეისწავლეს პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა რაოდენობა, არსებული სერვისები, სახელმწიფო დაფინანსების არსებობა და მოცულობა. კვლევა  ჩატარდა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით  და მისი მიზანია პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, რაც, სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბავშვებისთვის შესაბამისი პალიატიური მომსახურების შექმნას.
წყარო:osgf.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)