en
ge

„უხმო ფილმების ხმა" სრულდება

აჭარა. 10 ოქტომბერს, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „არტ ვეიმ”, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით  პროექტის - „უხმო ფილმების ხმა” - ფარგლებში   ალექსანდრე წუწუნავას ფილმი - „ქრისტინე" - აჩვენა.   რეჟისორმა დიდი ფსიქოლოგიური სიმართლით გვიჩვენა გმირის სულიერი დრამა. პროექტის ფარგლებში ნაჩვენები ყველა ფილმი გაფორმებულია ცოცხალი მუსიკის აკომპანირებით, ხოლო მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე  დაბეჭდილი საინფორმაციო ბარათების საშუალებით   ფილმისა და რეჟისორის  შესახებ მიეღო ამომწურავი ინფორმაცია. აღნიშნული ფილმით პროექტის ოფციალური ნაწილი დასრულდა, თუმცა დამატებით ნაჩვენები იქნება კომედიური ჟანრის ფილმი „ხანუმა", რომელსაც „არტ ვეი" კინომოყვრულებს კვლავ ღია ცის ქვეშ შესთავაზებს.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)