en
ge

ტრენინგები სკოლის მოსწავლეებისთვის

იმერეთი. ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ტრენინგების სერია ჩატარდა ქუთაისის იუსტიციის სახლში. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების მე–9, მე–10, მე–11, მე–12  კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს თემაზე დებატების ხელოვნება. მოსწავლეებმა შეისწავლეს დებატების კულტურა, არგუმენტირებულად მსჯელობა და ა.შ.
ამავე პროექტის ფარგლებში 16 აგვისტოს ტრენინგი ჩატარდა კონფლიქტების მართვასა და ეფექტურ კომუნიკაციაში. ბავშვებს საშუალება მიეცათ როლური თამაშების საშუალებთ აეთვისებინათ, რა არის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და რამდენად შესაძლებელია მისი მართვა. სამდღიან ტრენინგს სულ 58 ბავში და ორი მენტორი დაესწრო წითელხევისა და როხის საჯარო სკოლებიდან. 
ღონისძიებები ART–ს პროექტის ფარგლებში იყო ორგანიზებული. სეტქემბერში დაგეგმილია დებატების ტურნირი ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შორის. 
სრულად
წყარო: kedec.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)