თბილისი. 11 ოქტომბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გაიმართა შეხვედრა, რომელიც ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას მიეძღვნა.
რა მდგომარეობაა მსოფლიოში ქალთა რაოდენობის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოებში, რომელ ქვეყნებშია პრიორიტეტი ქალთა მეტი რაოდენობა პარლამნეტში და ვის ენიჭება უდიდესი როლი მათი ჩართულობის გაზრდაში, ეს და სხვა საკითხები იყო შეხვედრის მიზანი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით შედგა.
როანდა, კუბა, შვედეთი, სენეგალი, ფინეთი - ეს იმ ქვეყანათა ხუთეულია, რომლებიც ქალთა პოლიტიკური ჩართულობით გამოირჩევა. საქართველო ნუსხაში 107-ე ადგილს იკავებს. არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესებში ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა ჩართულობა უმნიშვნელოვანიესია.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია შედგა, სადაც მათ, საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს.
წყარო: პორტალი GINSC