en
ge

პორტალის პრეზენტაცია

შიდა ქართლი. 22 აგვისტოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში, გაიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  მიერ შექმნილი არჩევნების პორტალის პრეზენტაცია.
პორტალის მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, შეძლებისდაგვარად, მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება ყველა დაინტერესებული პირისთვის. 
ასევე, ზემოთაღნიშნული ორგანიზაციები პორტალზე არსებულ ინციდენტების რუკაზე განათავსებენ მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს.
გარდა ამისა, არჩევნების პორტალი საშუალებას აძლევს, დაინტერესებულ მოქალაქეს, თავად განათავსოს ინფორმაცია მის მიერ შენიშნული დარღვევის შესახებ. ამასთან, იმუშავებს უფასო SMS ნომერიც.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელიც ეხებოდა შიდა ქართლში არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)