თბილისი. 15 ოქტომბერს, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის თაობაზე ისაუბრა, რომელსაც, ორგანიზაცია ტრადიციულად იყენებს არჩევნების დღის დაკვირვების დროს. 27 ოქტომბერს, „სამართლიანი არჩევნები" საპრეზიდენტო არჩევნებს 1000-მდე უბნის დამკვირვებლის, 73 ოლქის დამკვირვებლის, 73 მობილური ჯგუფის მეშვეობით დააკვირდება.
წყარო: isfed.ge