სამცხე–ჯავახეთი. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის ცხრა წევრი, 6–დან 12 აგვისტომდე ბაკურიანის საზაფხულო სკოლაში იმყოფებოდნენ.
საზაფხულო სკოლა ორგანიზებული იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროგრამის (ANI) ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისწინებული იყო ყოველდღიურად ორი ტრენინგი. მოზარდებმა გაიარეს შემდეგი თემები: ეფექტური კომუნიკაცია, არგუმენტების ტექნიკა, პრეზენტაციის ხელოვნება და გუნდური გადაწყვეტილების მიღება.
ტრენინგების მეორე ნაწილი დაყოფილი იყო თემატურ ჯგუფებად: გაეროს მოდელირება, სოციოლოგიური კვლევის საკითხები, სოციალური მედია, ბლოგინგი, ფოტოგრაფია, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) და ივენთმენეჯმენტი.
კვირეულის ბოლო დღეს თითოეულმა თემატურმა ჯგუფმა, ტრენინგებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, წამოადგინეს პრეზენტაციები.
საზაფხულო სკოლა გარდა შემეცნებითი საათებისა ითვალისწინებდა სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს.
პროგრამაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 10 ქალაქის ახალგაზრდული ცენტრების ასამდე წარმომადგენელი.