გურია. 10-19 აგვისტოს „სტუდენტურ-ახალგაზრდულმა სათათბირომ" ურეკში ახალგაზრდულ გაცვლით პროექტს უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც გაიმართა სახელწოდებით „დიალოგი კვადროლოგიაში", 4 ქვეყნის (ლიხტენშტეინი, უკრაინა, პოლონეთი, საქართველო) ახალგაზრდების მონაწილეობით მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა კულტურული ფასეულებებისა და ნაციონალური ტრადიციების გაცნობას, არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ინტერკულტურულ სწავლებას. ღონისძიების საბოლოო პროდუქტი იყო თეატრალური წარმოდგენა, რომელიც პროექტის მონაწილე ახალგაზრდებიპ ბათუმის ცენტრალურ პარკში წარმოადგინეს.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ლიხტენშტეინის ნაციონალური სააგენტო ევროკავშირის პროგრამის – „ახალგაზრდობა მოქმედებაში" – ფარგლებში.