თბილისი. 16 ოქტომბერს, საზოგადოებრივ ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებს დემოკრატიის ევროპული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამი თვის წინათ დაფუძნებული ფონდის მანდატისა და მუშაობის პრინციპების გაცნობა იყო.
დემოკრატიის ევროპული ფონდი ახლახანს დაარსდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით. ეს ახალი ევროპული ინიციატივაა, რომლის მიზანია „ღრმა და მდგრადი დემოკრატიის" ხელშეწყობა და წახალისება გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში და იმ საზოგადოებებში, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიზაციისათვის.