კახეთი. ახმეტის ,,ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრის" ბენეფიციარებისთვის ექსკურსია მოეწყო. ხანდაზმულებმა ექსკურსიის ფარგლებში კახეთის ღირშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.
ახმეტის „ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრი" ფსიქო-სოციალური პროგრამების ფარგლებში ეხმარება ხანდაზმულებს. სოციალური ცენტრი დანიისა და საქართველოს წითელი ჯვრის პროგრამაა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.