აჭარა. 16 ოქტომბერს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდულმა კოლეგიამ" მორიგი შეხვედრა გამართა. საკრებულოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან და საიტერესო კითხვებზე, გამოეხატა პოზიცია მიმდინარე პროცესებზე და მიეწოდებინათ მათი ხედვა არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პროექტის - „დისკუსიის კვირეულის" ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.