იმერეთი. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იწვევს შემოქმედებითი უნარების მქონე ახალგაზრდებს, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეხმარონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს სახელობო უნარ–ჩვევების გამომუშავებაში გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში.
გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში, ამჟამად, 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ეუფლება ჭრა–კერვას, დაზგაზე ქსოვას, სამკაულების და აქსესუარების დამზადებას და ა.შ. გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი დაარსდა 2012 წელს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის" ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა სახელობო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, მათი სამომავლო დასაქმების პერსპექტივის გაზრდის მიზნით.