კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ, „განვითარების და დემოკრატიის ცენტრმა" (CDD), თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ცესკო-ს მიერ საარჩევნოდ გადაღებული ფილმის ჩვენება გამართა.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო კიდექსში შეტანილი ცვლილებებისა და კენჭისყრის დღის პროცედურების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩევნების პროცესის სადამკვირვებლო მისიის განხორციელების აუცილებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარი ბენდელიანის თქმით, ამ დროისთვის გადამზადებულია 200 კაციანი ჯგუფი, რომელიც არჩევნებს აქტიურად დააკვირდება. „მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს 6 ქალაქში ჩატარდება, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება, რათა დამკვირვებლებს გაუადვილდეთ სადამკვირვებლო მისიის უკეთ შესრულება.''
ორგანიზაცია, არჩევნების პროცესს 73 საარჩევნო ოლქში დააკვირდება.