კახეთი. ლაგოდეხში, სოფელ ლელიანში, სათემო ორგანიზაციამ „ლელიმ" შეხვედრა გამართა საკითხზე - რა ზიანს აყენებს პოლიეთილენის ფირის გამოყენება სოფლის მეურნეობას და ადამიანის ჯანმრთელობას. შეხვედრაზე პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ორგანიზაციამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა.
გელე თედეევის, სათემო ორგანიზაცია „ლელის" ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, ლაგოდეხში 600-მდე რესპონდენტი გამოიკითხა: ,,გამოკითხვის შედეგად მივიღეთ არასახარბიელო სურათი. ვაპირებთ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად დავბეჭდოთ სპეციალური ბროშურებში, სადაც საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ რა ზიანს აყენებს პოლიეთილენის გამოყენება სოფლის მეურნეობას და ადამიანის ჯანმრთელობას".