თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან" ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიას შეხვდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინისტრს დღეისათვის აქტუალური შეკითხვები დაუსვეს. დიალოგის მთავარი საკითხები იყო: ქართული პროდუქციის გატანის საკითხი რუსეთსა და სხვადასხვა ქვეყნებში, რთველის მიმდინარეობის შეფასება კახეთში და ციტრუსის დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აჭარაში, მოსავლის დაზღვევისა და აგროსესხების საკითხები, ქართული პროდუქციის ბედი კონკურენტულ ქართულ ბაზაზე, ფერმერთა პრობლემებისა და მათი გადამზადების შესახებ, საკითხებზე, რომელიც უაკვშირდება სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებული რეფორმების, ინიციატივებისა და სიახლეების შეფასებას, სფეროს გამჭვირვალობასა და კონკურენტუნარიანობას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში