en
ge

ახალგაზრდა ადვოკატების განცხადება საპენსიო რეფორმის შესახებ

თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" განცხადება – „გვაქვს გამოცდილება, მთავრობას დავემხაროთ დაგროვებითი საპენსიო სისტემის პროცესში" – გაავრცელეს. ორანიზაცია მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას „სოციალური სფეროს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების – საპენსიო რეფორმის დაწყებას 2014 წლიდან და დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებას, ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო დაპირების შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს". „ახალგაზრდა ადვოკატები ვფქირობთ, რომ აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეები ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების მნიშვნელობისა და სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი სისტემის არსებობის სიკეთეების შესახებ. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას, ამ მიმართულებით, მხარდაჭერას სთავაზობს და სამოქალაქო ინფორმირების კუთხით, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან კვლავ მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: barristers.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023