en
ge

„ერთად ვებრძოლოთ ძალადობას”

შიდა ქართლი. ხაშურის სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა ახალგაზდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტი „ერთად ვებრძოლოთ ძალადობას" წარმატებით განახორციელეს. პროექტის მიზანი ძალადობის თემაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ინფორმირებულობა, მათი თვითშეგნების და ემპათიის გრძნობის ამაღლება იყო.
პროექტის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზდობის სამსახურის მხარდაჭერით, ჩატარდა კვლევა ძალადობის შესახებ. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ძალადობა ოჯახში. ამ თემაზე კლუბში სასაუბროდ მოიწვიეს ექიმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი, რომლებმაც ძალადობის ფაქტებზე, ძალადობის ფორმებზე და პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა გადაიღეს ფილმი „არ დაუშვათ ძალადობა". პროექტის ფარგლებში კლუბის მეურვე პედაგოგების დახმარებით ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, იურისტების დახმარებით კი გაიმართა დებატები, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და სპიკერი. მოსწავლეთა ინიციატივით ხაშურის პარკში მოეწყო სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ ძალადობის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოქალაქეების მხრიდან და მათი დახმარებით შეირჩა 3 გამორჩეული ნახატი.
პროექტის დასასრულს სურამის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბში გაიმართა შედეგების პრეზენტაცია და საუკეთესო სპიკერის, კლუბის მეურვე პედაგოგის და პროექტის მართვის ჯგუფის წევრი მოსწავლეების დაჯილდოვება.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)