იმერეთი. 22 ოქტომბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებისათვის გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის და ახალგაზრდული ცენტრის პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა დირექტორების ინფორმირება ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის მიზნების და ამოცანების შესახებ. პრეზენტატორებმა ისაუბრეს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პრიორიტეტების, სტრუქტურის, განხორციელებული ღონისძიებების და მიღწეული შედეგების, სტატისტიკური მონაცემების და სამომავლო საქმიანობების შესახებ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებმა აღნიშნეს, რომ პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას, სამოქალაქო განათლებას და ტოლერანტული გარემოს
პრეზენტაცია გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში