კახეთი. 23 აგვისტოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის
„სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრის"
კახეთის რეგიონულ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფმა საინფორმაციო პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება თელავის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში გაიმართა და წარმოდგენილი იყო პროექტის მიზნები და ამოცანები.
შეხვედრის მიზანი იყო კახეთის რეგიონში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და შემდგომი თანამშრომლოვბისათვის ჩართულობის უზრუნველყოფა.
ეფექტიანი რეგიონული მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მიერ შეიქმნა სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის სათათბირო ორგანო - რეგიონული განვითარების საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანაა კახეთის რეგიონის განვითარების 2012-2017 წლების სტრატეგიის შემუშავება.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია სტრატეგიაზე მუშაობისას თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (GIZ).
პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა.