en
ge

ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება

თბილისი. 23 ოქტომბერს, საქართველოსა და სომხეთის ღია საზოგადოების ფონდებმა წარადგინეს ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ბოლო წლის მანძილზე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკით" გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც საქართველომ და სომხეთმა 2012 წლის მაისში მიიღეს. დოკუმენტი მოიცავს იმ რეფორმებს, რომელიც ორივე ქვეყნის მთავრობამ უნდა განახორციელოს 2013 წლის 28-29 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე.
მოცემულ ანგარიშში მკვლევარები აფასებენ საგზაო რუკით დადგენილი ვალდებულებების მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილს. საუბარია შვიდ ძირითად სფეროზე: მედიის თავისუფლება, არჩევნები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, საზღვრის მართვა და საგარეო პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასამართლო რეფორმები. მონიტორინგის შედეგად, დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებების შესრულების დიდ ნაწილში პროგრესი შეინიშნება.
სრულად
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)