en
ge

„დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევნები!“

აჭარა. 25 ოქტომბერს. ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ - „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აქცია გამართეს, დევიზით - „დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევნები!". მასში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მეგობრები იღებდნენ. აქციის მიზანი ადგილობრივი შშმ პირებისათვის გააქტიურებისკენ მოწოდება, კერძოდ, 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნეზე მისვლა და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულება. აქციაზე დარიგდა საინფორმაციო ფლაერები. ღონისძიება გაიმართა პროექტების - „შშმ პირთა საარჩევნო უფლებების დაცვისა" (დონორი: საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და „თანაბარი საარჩევნო გარემო-პირობების შექმნის ხელშეწყობა შშმ ადამიანებისთვის" (დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი) ფარლგებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)