en
ge

ვისკონსინის შტატის სენატორი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეხვდა

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვისკონსინის შტატის სენატორი შეხვდა. ლინა ტეილორმა სამოქალაქო ჩართულობის, ხელისუფლების მიერ პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შესახებ გააკეთა მოხსენება. სენატორმა შეხვედრის მონაწილეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ ურთიერთობს მისი სამსახური სამოქალაქო საზოგადოებასთან. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სენატორს მათთვის საინტერესო საკითხებზე დაუსვეს კითხვები, მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობაზე, გენდერულ პოლიტიკაზე, მიიღეს რჩევები თუ როგორ უნდა დაიმკვიდრონ ახალმა ორგანიზაციებმა თავი სექტორში. შეხვედრას საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოცდაათამდე წარმომადგენელი დაესწრო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)