en
ge

საიას საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაიციამ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება გამოაქვეყნა. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდებოდა. ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციას დამკვირვებლები ჰყავდა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 33 საჩივარი და 50 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. არჩევნების შეჯამების შემდეგ საია წარმოადგენს მთლიან ანგარიშს, სადაც გაანალიზებული იქნება არჩევნების მთლიანი სურათი წინასაარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღის, დავების განხილვისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის ჩათვლით.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)