en
ge

ადვოკატირების კამპანია ნაგავსაყრელის პრობლემასთან დაკავშირებით

შიდა ქართლი. ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა ადვოკატირების კამპანია სოფელ თედოწმინდაში ნაგავსაყრელის პრობლემასთან დაკავშირებით დაიწყო. ახალგაზრდებმა მიმართეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურს და მოამზადეს წერილი სოფელ თედოწმინდის მოსახლეობის ხემოწერებით, რომელიც განსახილველად ისევ დასუფთავების სამსახურს გადასცეს. პროცესს მონიტორინგს ახალგაზრდები გაუწევენ. აქტივობა დაიგეგმა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი".
წყარო:ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება-გორის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)