en
ge

არჩევნების პორტალს ინტერაქიცული რუკები დაემატა

თბილისი. არჩევნების პორტალს არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატა. ვებ–გვერდის მეშვეობით შესაძლებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული თითოეული არჩევნების შედეგების ნახვა ისეთი ინდიკატორების მიხედვით, როგორიცაა არჩევნების შედეგები, ცალკეული პარტიების შედეგები და ა.შ. ვებ–გვერდზე მონაცემები წარმოდგენილია რუკების სახით სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, რომელიც მოიცავს რეგონებს, სარჩევნო ოლქებსა და უბნებს. 
არჩევნების შედეგების გარდა, საიტი ასევე ასახავს ამომრჩეველთა სიის ანალიზს 2006 წლიდან დღემდე ისეთი ინდიკატორების მიხედვით, როგორიცაა ამომრჩეველთა რაოდენობა, საშუალო ასაკი და ა.შ. ეს მონაცემები ასევე წარმოდგენილია რუკის ფორმატში.  (http://data.electionsportal.ge )
არჩევნების პორტალის პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხადაჭერით. ვებ–პორტალის შექმნა  წარმოადგენს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთობლივ ინიციატივას.  არჩევნების მონაცემთა ბაზის შექმნა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023