en
ge

დემოკრატიული ინიციატივისა და ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის მიმართვა

თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი საგანგებო მიმართვას ავრცელებენ ხელისუფლებისადმი. მიმართვა საქართველოს კანონპროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს" ეხება, რომელიც მთავრობამ მოიწონა. 
„...მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს ნაჩქარევი ქმედებებისგან. აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის მიერ კოდექსის პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებამდე, კანონპროექტი ექსპერტიზისათვის გადაგზავნილ იქნას ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებში, დაველოდოთ ევროპის საბჭოს დასკვნას და ჯეროვნად გავითვალისწინოთ შესაბამისი რეკომენდაციები. კანონპროექტის მიღებამდე, ასევე აუცილებელ პირობად მიგვაჩნია მისი საერთო საჯარო განხილვის საგნად ქცევა, რადგან ევროპული ქარტიის მიხედვით, მოსახლეობას გააჩნია გადამწყვეტი სიტყვა ადგილობრივი დემოკრატის ფორმირების პროცესში...", ნათქვამია ნათქვამია დემოკრატიული ინიციატივის ვებგვერდზე.
სრულად
წყარო: gdi.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)