ლონდონში ინიციატივის „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის" ყოველწლიური სამიტი მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც ღონისძიებაზე ისაუბრებს საქართველოს მთავრობის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის მიღებაზე. შეგახსენებთ რომ ამ მიმართულებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში დანერგილი ეს ცვლილება იბრძოლებს პარტნიორობის წევრების 7 წარმატებულ ინიციატივას შორის გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოსთვის (Bright Spots prize)", ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე. სამიტის მონაწილეებს შეეძლებათ ხმა მისცენ შერჩეული პროექტებიდან ერთ-ერთს თითოეულ მათგანის შესახებ გაკეთებული პრეზენტაციის მიხედვით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში