en
ge

„ღია მმართველობის პატნიორობის“ გეგმის შესრულება და ახალი პრიორიტეტები

თბილისი. 1 ოქტომბერს, „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში 2014-2015 წლების განახლებული პრიორიტეტების განსაზღვრით მიზნით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინიცირებითა და ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის დროს განხილულ იქნა 2012 – 2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება და გაანალიზდა ნაკლოვანებები, ასევე, 2014-2015 წლების სამომავლო ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, წარმოდგენილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები.
შვიდი სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათი დაწესებულებების მიერ „პარტნიორობის ღია მმართველობისთვის" სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ. ეს დაწესებულებებია: კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საჯარო სამსახურის ბიურო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სახლი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
სრულად
წყარო: ogpgeoblog.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)