კახეთი. 6 ნოემბერს, თელავის დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს 2 დღიან ტრენინგს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უსაფრთხოებასა და მათ ძალადობისაგან დაცვაზე.
ტრენინგის პირველ დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე ფსიქოლოგებს თავანთი მოვალეობა და უფლებამოსილებები გააცნეს. ტრენინგი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერაა დაფინანსებული.
ქეთევან თავართქილაძე, საზოგადოებრუივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგი: ,,ორდღიანია ტერნინგია განკუთვნილია მათთვის, ვინც ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოოებასა და ბავშვების ძალადობიდსაგან დაცვაზე. სოციალურ მუშაკებს ვაცნობთ ფსიქოლოგის სამუშაოს აღწერილობას და იმას თუ რა ევალება ფსიქოლოგს, ასევე, რა არის ფსიქოლოგის უფლებამოსილება".