en
ge

„დეასთან“ არსებული ახალგაზრდული კლუბის პროექტის პრეზენტაცია

სამეგრელო. 8 ნოემბერს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეასთან" არსებული ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბის პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხებში, ასევე საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობებში ახალგაზრდების ჩართულობას და ეკოლოგიურად ორიენტირებულ პრაქტიკულ ღონისძიებებში მათ მონაწილეობას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 15 თემში ახალგაზრდული „ეკოლოგიური დაზვერვის ჯგუფები" შეიქმნება, რომელიც აქტიურად იმუშავებს მოსახლეობაში ეკოლოგიური კულტურის დანერგვის ხელშეწყობისთვის.
პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი უწევს.
წყარო: ბავშვთა და ახალგაზრდობისფონდის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)