სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს ზუგდიდის ოფისმა სოფელ კანთის სკოლის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. „კანთში სკოლა ხის ერთსართულიან შენობაში იყო განთავსებული, თუმცა 2010 წელს მოულოდნლად გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა, განადგურდა სკოლის ინვენტარიც. ხანძრის შემდგომ სკოლის ადმინისტაციამ გვერდით მდებარე მაღაზიის რკინის შენობა იქირავა. ქირას თავდაპირველად მასწავლებლები იხდიდნენ, თუმცა დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ოთხი პირობითი ოთახისაგან შემდგარ სკოლაში 21 მოსწავლე სწავლობს, რომელთან ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
„საჯარო სკოლების მშენებლობა და ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების უშუალო კომპეტენციაა, ამიტომაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს უწყებას, გონივრულ ვადაში გადაწყდეს სოფელ კანთში სკოლის ახალი შენობის მშენებლობის საკითხი”.
წყარო: transparency.ge