აჭარა. 29 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის ხელოვანთა სახლმა „არგანმა" საავტორო ფილმების მე–7 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. 2012 წლის კინოფესტივალზე წარმოდენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 22 ქვეყნიდან. მოწვეულნი იქნებიან სტუმრები ევროპიდან, აშშ–დან პოსტ–საბჭოთა სივრციდან და აზიიდან. მათ შორისა იერჟი ჰოფმანი, ნური ბილჯე ჩეილანი, შონ მაკალისტერი, ევა ნეიმანი. BIAFF 2012 კინოფესტივალის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის კონკურსებს , მასტერკლასებსა და ვორკშოპებს. ბათუმის საავტორო ფილმების მე–7 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება 2012 წლის 16–23 სექტემბერს.