en
ge

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები თვითმმართველობის რეფორმაზე

თბილისი. ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართეს თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები".
საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ მკვეთრი სხვაობა ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებებსა და სხვა ქალაქების, აგრეთვე მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებებს შორის ახალ კანონპროექტში გარკვეულწილად აღმოფხვრილია.
თუმცა მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაში უშუალოდ უნდა იყოს ჩართული ქვეყნის თითოეული მოქალაქე, „რაც საბოლოოდ ქვეყანაში რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელს. ამ პროცესების დასაწყებად კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება...", ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)