en
ge

საია შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე

იმერეთი. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საჯარო დისკუსია – „სიახლეები შრომით სამართალში" – გაიმართა.  შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პროექტის - „დასავლეთ საქართველოს სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიის" ფარგლებში შედგა. შეხვედრის ორგანიზატორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებსა და სტუდენტებს  შრომის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები გააცნეს.  
„ მნიშვნელოვანი სიახლეებია ანაზღაურებადი შვებულების დღეებისა და ზოგადად შვებულების დღეების  რაოდენობის გაზრდა, ასევე  ორსულობის შემთხვევაში  ქალთა უფლებების მეტი დაცულობა. ყველაზე მეტი ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, ეხება შრომის კოდექსის ახალ თავს. ეს არის სოციალური პარტნიორობა და სამმხრივი კომისია, რომელიც არის სათათბირო ორგანო და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ მინისტრის წინაშე, რაც  სასარგებლოა საზოგადოებისათვის, რადგან  ნებისმიერი  პრობლემა კონსესუსის შედეგად გადაწყდება, რაც უფრო დაცულობის გარანტიას იძლევა." - აღნიშნა აკაკი  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრანტმა თათია ნიჟარაძემ.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)